ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ „Disney“ და დუეინ ჯონსონი„ მოანას“ ეკრანიზაციაზე მუშაობენ. ამის შესახებ თავად ჯონსონმა განაცხადა, რომელიც ორიგინალურ მულტფილმში მაუის ახმოვანებდა.
მსახიობი ამ როლს გაგრძელებაშიც დაუბრუნდება. სცენარს ფილმისთვის ჯარედ ბუში დაწერს, რომელიც „მოანას“ ანიმაციურ ვერსიაზე მუშაობდა. ამ ეტაპზე უცნობია ვინ იქნება პროექტის რეჟისორი და როდის გამოვა ფილმი.
„მოანა“ „Disney“-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია. მულტფილმის მთავარი პერსონაჟია მამაცი გოგონა მოანა, რომელიც საკუთარი სახლის გადასარჩენად ნახევრად ღმერთ მაუის საძიებლად მიემართება. მულტფილმი ეკრანებზე 2016 წელს გამოვიდა.
ავტორი