ჩოხატაურში, ხიდისთავის ცენტრში კაცი ქუჩაში გარდაიცვალა.
ინფორმაციას “გურია ნიუსთან” ადასტურების მერის წარმომადგენელი ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზურა მათითაიშვილი.
“გარდაცვლილია ადგილობრივი მცხოვრები. 60 წელს გადაცილებული კაცი. გარდაცვალების ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს“,_ ამბობს მათითაიშვილი.
“გურია ნიუსი” მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას ელოდება შინაგან საქმეთა სამინისტროდანაც და უწყებიდან კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
ავტორი