მარნეულის სოფელ ყიზილაჯლოში არასრულწლოვანი დაჭრეს. შემთხვევა 21 სექტემბერს, სოფლის სასაფლაოზე, ღამის საათებში მოხდა, _ ინფორმაციას “მთავარი.ტვ” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დანით დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მომხდარს სავარაუდოდ წინ უძღოდა შელაპარაკება. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.