https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

საუკუნის ამბები გომისმთაზე _ დასრულებული “ბოძების ანატომია” და დასასრულს მიახლოებული უნიკალური გზის მშენებლობა

11:57; 23.09.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ბოლო წლების განმავლობაში, კურორტ გომისმთაზე არსებული უდიდესი პრობლემები, რომელიც მოიცავდა გახმაურებულ უკანონო მშენებლობებს და ე. წ. “რკოლების” (ბოძების) მთად ქცეულ სივრცეს, ერთგვარად მიწყნარდა. ამ პრობლემის აღმოფხვრა წარმოუდგენლადაც კი მიაჩნდათ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, გომისმთაზე ათასობით პალო, ბოძი თუ სხვადასხვა სანიშნი საშუალებაა მოთხრილი და აქა-იქ გროვებად თავმოყრილი.

რაც შეეხება სახელმწიფო მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, მრავალი საქმეა აღძრული და პროკურატურა ასობით პირს ადანაშაულებს. მართალია, სახელმწიფომ შეძლო, პროკურატურის მეშვეობით მილიონ ლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება უკან დაებრუნებინა, თუმცა, პროცესი ჯერ არაა დასრულებული. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული უკანონო მშენებლობების დროს, აქა-იქ მაინც გაისმოდა: “არჭონ ეს პალოები და ირბინონ. დადგება დრო, ყველას მოთხრიან, ჯარიმებსაც აჰკიდებენ სათითაოდ და მაინც სახელმწიფო იხეირებსო”.

რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მოწესრიგების შეუქცევადი პროცესი დაიწყო და ე. წ. “ბოძების ანატომია” გროვებად თავმოყრილი რკინა-ბეტონის ნაგლეჯებით დასრულდა.

“გური ნიუსი” ყოველთვის აქტიურად აშუქებდა და აშუქებს გომისმთაზე არსებულ ყველა მოვლენას. მიწის სისტემური რეგისტრაციის დროს, ჩვენ ხშირად დავდიოდით მთაში და უცნაურ ვითარებასაც არაერთხელ გადავყრივართ _ საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან ჩამოსული ადამიანები (ახალქალაქიდანაც) აქ გვიმტკიცებდნენ, რომ მათ წინაპრებს მიწა ჰქონდათ და ითხოვდნენ ე.წ. “რკოლების” მეშვეობით ადგილების მონიშვნას.

იმ პერიოდში მთაზე უამრავი ბოძი დააბეტონეს…

როგორც აღვნიშნეთ, გავიდა დრო და დღეის მდგომარეობით, უამრავი თვითნებურად მონიშნული ადგილია გაუქმებული და ბოძები აღებული. თუ როგორ გრძელდება ეს პროცესი, ამის შესახებ ცოტა ქვემოთ გიამბობთ…

დღეის მდგომარეობით კი, ოზურგეთი-გომისმთის მონაკვეთზე, მასშტაბური, საუკუნის პროექტად მოაზრებული გზის მშენებლობა მიმდინარეობს. 32 კმ სიგრძის გზის 22 კმ არის მშენებარე. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია New Road ახორციელებს.

საავტომობილო გზის მშენებლობა, მეორე წელია, მიმდინარეობს. თუმცა, საშიში მოვლენების _ ქვათაცვენის, ხშირი ნისლის თუ ზვავების გამო, არაერთხელ შეფერხდა. ეს ძირითადი მიზეზია, რაც მშენებლობის მონიშნულ ვადებში დასრულებას დღემდე აფერხებს. ის ფაქტი, რომ 2021 წლის ივნისიდან, როცა მშენებლობა დაიწყო, ურთულეს გეოგრაფიულ სივრცეში, ერთნაირად გასაგები უნდა ყოფილიყო ყველასთვის. თუმცა, ხშირად გაუმართლებელ პრეტენზიებს გამოთქვამენ მოქალაქეები. მაგალითად, თუ რატომ იყო მხოლოდ შაბათ-კვირას ასვლა შესაძლებელი, კონკრეტულ დროს.

თავდაპირველად, ოზურგეთიდან გომისმთის მიმართულებით შაბათს, დღის 4 საათიდან შეიძლებოდა წასვლა ღამის 11 საათამდე, ხოლო კვირას გადაადგილება დასაშვები იყო დილის 5 საათიდან ღამის 11 საათამდე. კვირის სხვა დღეებში მოქალაქეთა გადაადგილება აკრძალული იყო. ახლა კი, დილის 5 საათიდან ცხრამდე, ყოველდღიურად არის ასვლა შესაძლებელი და იმავე პერიოდში უკან დაბრუნებაც.

უამრავი კითხვა: “რატომ არ დასრულდა გომისმთის საავტომობილო გზის მშენებლობა გათვალისწინებული ვადების შესაბამისად?”, “რატომ არ დასრულდა ზაფხულის სეზონზე?” “რატომ გვიშვებენ მხოლოდ შაბათ-კვირას?” “რატომ უნდა ვიაროთ მხოლოდ დილის 9 საათამდე?” და კიდევ მრავალი ხშირად ისმის.

როგორც ცნობილია, გომისმთაზე ზაფხულში ტრაგედიაც დატრიალდა. ტურისტული ჯგუფის მანქანა გადაბრუნდა და დაიღუპა გიდი.

_ არ იჯერებენ ადამიანები, რომ ეს არის ურთულესი რელიეფი. აქ მითითებულ ვადებში რომ სრულყოფილი მუშაობა ჩატარდეს, ყველაფერი, კლიმატიდან დაწყებული ადამიანებით დასრულებული, უნდა გიწყობდეს ხელს, _ ამბობს კომპანია “ნიუ როუდის” წარმომადგენელი.

კომპანიას, როგორც ვთქვით, გომისმთის გზების სამუშაოების ურთულეს გარემოში შესრულება უწევს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, კურორტ გომისმთაზე, 2024 წლის ზაფხულამდე ახალი გზა უნდა ყოფილიყო.

რა ხდება სინამდვილეში?

რაკი ამ გზის მშენებლობის ირგვლივ უამრავი კითხვა ისმის საზოგადოებაში და სრულყოფილ ინფორმაცია უფრო ნაკლებადაა, გადავწყვიტეთ, ადგილზე გვენახა ეს “საუკუნის მშენებლობა”.

გომისმთის გზის (ოზურგეთი-შემოქმედი-ბჟუჟჰესი-გომისმთის მე-მე-13 და 32-ე კილომეტრზე) მშენებლობა 2021 წლიდან დაიწყო. მშენებლობის ღირებულება 19,8 მილიონ ლარს შეადგენს.

მშენებლობის დასრულება 2024 წელსაა გათვალისწინებული.

_ ძალიან რთული გეოლოგიური აგებულების ქანებით, წყალგაჯერებული გრუნტებით, ხშირი ნისლით და წვიმით, რომლის შედეგად დღე-ღამის უმეტეს დროს, ცუდია ხილვადობა და არაპროგნოზირებადი (ქვათაცვენა) მოვლენები. ეს განსაკუთრებით საშიშია სამშენებლო ორგანიზაციისთვის. ხოლო განსაკუთრებულად რისკის შემცველია უნებართვოდ გადადგილებული ტრანსპორტის და მოქალაქეებისათვის, _ გვეუბნება სამშენებლო კომპანიის წარმომადგენელი.

როგორც აქ გვიამბეს, მართალია, კომპანიას არ გააჩნია პრობლემები საჭირო ტექნიკის, პროფესიონალი კადრების და მუშახელის მხრივ, მაგრამ მათ მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, პრაქტიკულად, მშენებლობის ორი წლის მანძილზე, ყველაზე რთულ _ მე-19, 32-ე კილომეტრზე, 12 თვეში სრულყოფილად მუშაობის დასრულების საშუალება არ მიეცათ: _ ძირითადად, ყოველი წლის 15 ივნისიდან, ოქტომბრის ბოლომდე გვეძლევა საშუალება, ვაწარმოოთ სამშენებლო სამუშაოები, რომელშიც შედის საკურორტო 1,5 თვეც, _ გვეუბნება კომპანიის წარმომადგენელი.

კითხვაზე, მშენებლობის პერიოდში მოითხოვა თუ არა პროექტმა ცვლილებების გატარება, გვითხრეს, რომ მოითხოვა და სერიოზულადაც:

_ საჭირო გახდა დამატებითი გაბიონების და საყრდენი კედლების მოწყობა, წყალგამტარი მილების დამატება-ცვალებადობა. საპროექტო გზის ღერძების გადაადგილება, უვარგისი გრუნტის შეცვლა და რიგი სხვა აუცილებლად საჭირო ღონისძიებები. ამას კი დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა და დახმარება, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზის დეპარტამენტის, ასევე, მხარის ხელმძღვანელობისა და მშენებელი ორგანიზაციის მხრიდან, _ განმარტეს ხელმძღვანელებმა.

მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულებას, ასევე, ასფალტის საფარის და დამცავი კონსტრუქციების მოწყობას რაც შეეხება, როგორც აქ გვითხრეს, ამინდზე არიან დამოკიდებული. ძირითადად, წელს უნდა დასრულდეს ეს ყველაფერი. მომავალი წლის ივლის-აგვისტოში კი ობიექტი უნდა ჩაბარდეს. ამისთვის კი აუცილებელია, დარჩენილ დროში მაქსიმალურად იმუშაოს დაწესებულმა გადაადგილების გრაფიკმა და აღიკვეთოს თვითნებურად ან შუამდგომლობით გადაადგილება! ეს შეზღუდვები აუცილებელია როგორც მშენებლობის გასაგრძელებლად, ისე თითოეული მოქალაქის სიცოცხლის დასაცავად!

კითხვაზე _ აქვს თუ არა ადგილი მგზავრების გრაფიკის მიხედვით გატარებაზე უარის თქმას, აქ გვეუბნებიან, რომ ეს ტყუილი ინფორმაციაა.

_ პირიქით, თუკი წინა წლებში მგზავრებს მხოლოდ შაბათ-კვირას ჰქონდათ მგზავრობის ნებართვა, ახლა ყოველდღიურად, დილის 05 საათიდან 09 საათამდე შეუძლიათ გადაადგილება. სასწრაფო დახმარების და 112-ის სამსახურს კი, დაუბრკოლებლივ ვატარებთ, _ გვითხრეს კომპანიაში.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ამ ეტაპზე ძალიან საშიშია ნებისმიერი ტრანსპორტის და მოქალაქის გადაადგილება 20 საათიდან 05 საათამდე.

მშენებლები 28-ე კილომეტრზე გზის სივრცეს ურთულეს მონაკვეთად მიიჩნევენ. როგორც ისინი ამბობენ, ქვათაცვენა და რთული რელიეფის კონკრეტული უბნები, ასგზის მიბრუნებას და კირკიტს ითხოვს, როგორ და რანაირად მოხდეს, ყოველგვარი აფეთქების გარეშე, ჩამოსაშლელი მასის მოხსნა.

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, კურორტზე არსებულ პრობლემებზე, რაც უკანონო მშენებლობებს თუ ბოძების მოთხრის ერთწლიან პროცესს ეხება, ჩვენ ვთხოვეთ მუნიციპალური ინსპექციის უფროსს, გენო კიშინსკის კომენტარი გაეკეთებინა:

_ ბოძების 60% მოთხრილია. წარმოუდგენლად ძნელი სამუშაოა ჩაბეტონებული რკინის ბოძების მოთხრა. ეს მძიმე ტექნიკით, მუხლუხოებიანი ტრაქტორებით მოვახერხეთ, თუმცა, ზოგი ისეა დაბეტონებული, კიდევ უფრო მძიმე ტექნიკაა საჭირო. ძნელია, ერთ სეზონზე ბოლომდე მოწესრიგება, თუმცა, 60% სამუშაოებისა, ნამდვილად შესრულებულია.

_ ხშირად ისმის, რომ შერჩევის პრინციპით მოხდა ბოძების მოთხრა და რომ ამოქმედებულია “ჩაწყობის” პრინციპი…

_ ასეთი პრინციპით რომ გვესარგებლა, ხომ ვერ შევძლებდით იმის გაკეთებას, რაც მოვახერხეთ? ხარიათაროის მხარეს, ჯვართან აჭარულ მოსახლეობას აქვს სახლები. ისინი იქ უამრავი წლის მანძილზე ეწეოდნენ მესაქონლეობას, დოვლათს ქმნიდნენ. იქ ამოვიღეთ მარტო 400-მდე ბოძი. ხომ რთულია, როცა ძალაუნებურად კითხვა გაუჩნდებოდათ მათ, რომ მხოლოდ გურიის მოსახლეობის წარმომადგენლებისთვის გაგვეწია რაღაც შეღავათის მსგავსი და მხოლოდ მათ მიერ უნებართვოდ დარჭობილი ბოძები მოგვეთხარა? ამიტომ არ მომხდარა არანაირი შერჩევა და რომ მომხდარიყო, არც არავინ გვაპატიებდა. მაშინვე იყვირებდნენ.

_ და მაინც, აქ ერთ უბანს, ქუჩას, სადაც ახლად აშენებული კოტეჯებია, ასევე, არის მშენებარე სახლებიც, ხალხი ირონიულად “დეპუტატების უბანს” უწოდებს. თუ ეს მართალია, ადრე თუ გვიან, გამოჩნდება, რადგან საკრებულოს დეპუტატთა იმ “მოდგმას”, ვისზეც ამას ამბობენ, იქ ნამდვილად არ ექნებოდა, თან ყველას ერთად, წინაპართაგან “ნაანდერძები” მიწა…

_ მე ბევრი რამ გამიგონია, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს. არ ვიცი, კანონის პატივისცემით უნდა ვიმოქმედოთ და ასე ნელ-ნელა მოვწესრიგდებით. სხვა გზა არ არის… _ გვითხრა გენო კიშინსკიმ და აღნიშნა, რომ მთაზე ბოძების დარჭობის პრაქტიკა არ გამეორდება და რაც დარჩენილია, იმასაც ამოიღებენ და გააუქმებენ.

_ ასევე პროკურატურა განაგრძობს თავის საქმეს, უკანონო მშენებლობებთან დაკავშირებით. ამაში ჩვენ ვერ ჩავერევით და სიმართლე გითხრათ, დაზუსტებით არც ვიცი, რა ხდება, ჩვენს საქმეს ვაკეთებთ, _ გვითხრა კიშინსკიმ.

დაზუსტებით არც არავინ იცის, რა მოუვა იმ სახლებს, რომლის დანგრევის უფლება, მხოლოდ მის ამშენებელ მეპატრონეს აქვს. თუმცა უკანონო მშენებლობისთვის ჯარიმები უკვე ბევრს გადაახდევინეს ან ახდევინებენ.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

გომისმთა
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

15:06; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

18 წლის ბიჭს ეძებენ

14:50; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

13:46; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

უამინდობის გამო გზებზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს – გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13:37; 13 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

12:15; 13 დეკემბერი, 2025

"რაზე ისაუბრა მელიამ" _ სახალხო დამცველის რწმუნებული გლდანში დაკავებულებს შეხვდა

ვინ დააკავეს ოზურგეთში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მცდელობისთვის

ყველა სიახლე

სამართალი

უმძიმესი ავარია სენაკში – დაღუპულია 22 წლის ბიჭი

19:27; 13.12.2025
მსოფლიო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

16:31; 13.12.2025
საზოგადოება

ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა _ გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

15:06; 13.12.2025
საზოგადოება

18 წლის ბიჭს ეძებენ

14:50; 13.12.2025
ზაფრანი

ადამიანი, ასტროლოგია, ნაყინი…

14:37; 13.12.2025
Happy Laughing Women Drinking Champagne and Singing Xmas Song
ზაფრანი

ვინ არ უნდა გადაიმტეროთ

14:36; 13.12.2025
ზაფრანი

ყველაზე არასერიოზული ადამიანები

14:34; 13.12.2025
ზაფრანი

ქალურობის ჰოროსკოპი

14:24; 13.12.2025
საზოგადოება

ბათუმის აეროპორტიდან სტამბოლის მიმართულებით უამინდობის გამო ფრენები გაუქმდა

13:46; 13.12.2025
საზოგადოება

უამინდობის გამო გზებზე განსხვავებული რეჟიმი მოქმედებს – გზების დეპარტამენტი განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

13:37; 13.12.2025
საზოგადოება

გაკონტროლდება სამსახურში მისვლისა და წამოსვლის დრო ! – ვის შეეხება სიახლე, რომელიც 15 იანვრიდან ამოქმედდება

12:15; 13.12.2025
მსოფლიო

დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

11:04; 13.12.2025
ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
საზოგადოება

მოსალოდნელია ძლიერი თოვა და ტემპერატურის ვარდნა – ამინდი უარესდება

10:07; 13.12.2025
საზოგადოება

დღეს 2025 წლის საბავშვო ევროვიზიის ფინალური შოუ გაიმართება

10:04; 13.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

10:59; 13.12.2025
0

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო