ხულოში, ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოყვა და ადგილზე დაიღუპა. Ambebi.ge-ს ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ვაშლოვანში გუშინ, ბეტონის გადამამუშავებელ საამქროში მოხდა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული კი 25 წლის თორნიკე გორგილაძია.
“უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. ეს ბიჭი სოციალურ სახლში ცხოვრობდა. წლების წინ ეკომიგრანტი გახდა. საწარმოში იყო დასაქმებული. მძიმე ამბავი მოხდა სოფელში. შეძრწუნებულები ვართ ტრაგედიით. ახალგაზრდა, მშრომელი ბიჭი დანადგარში დაიღუპა. ვიზიარებთ ოჯახის მწუხარებას“, – აცხადებენ ადგილობრივები.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამუშაოების წარმოებისას, უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.