ცოტა ხნის წინ, გინესის მსოფლიო რეკორდებმა აღიარა ნიგერიელი შეფ-მზარეულის ჰილდა ბაჩის რეკორდი უწყვეტი მომზადებისთვის.
ქალი საჭმელს 4 დღე, 100 საათის განმავლობაში ამზადებდა და ყოველ საათში მხოლოდ 5-წუთიანი შესვენება ჰქონდა. თუმცა GWR-მა რეკორდი 93 საათსა და 11 წუთზე აღიარა, იმიტომ რომ მომდევნო 7 საათის განმავლობაში ბაჩი უფრო ხანგრძლივ შესვენებებს იღებდა.
ბაჩიმ ძირითადად ნიგერიული კერძები მოამზადა და წინა რეკორდი, რომელიც ინდოელმა ლატა ტონდონმა 2019 წელს დაამყარა, 5 საათით გააუმჯობესა. პროცესს გინესის რეკორდების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ, თუმცა მათ შეამოწმებს ვიდეომასალა, რომელიც ბაჩის მზადების პროცესს ასახავდა და დაადასტურეს, რომ ახალი რეკორდი მართლაც დამყარებულია.
ავტორი