ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლის არსებული „ეკოკლუბის“ წევრებს ქარსაფარი ზოლის მნიშვნელობაზე და არსებული მდგომარეობაზე ესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო, რა მდგომარეობა არის ამჟამად სოფელ ლიხაურში მდებარე ქარსაფარ ზოლში. „მოსწავლეებს გავაცანით ახალი საკანონმდებლო რეგულაციები ქარსაფარი ზოლის შესახებ. დავურიგეთ საინფორმაციო ტრიპლეტები, ვესაუბრეთ მწვანე დერეფნის სარგებლობის შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობის გააქტიურება გარემოსდაცვითი მიმართულებით, მითუმეტეს ახლა გლობალური კლიმატური ცვლილებების ფონზე. საინფორმაციო შეხვედრას ესწრებოდა ლიხაურის საჯარო სკოლის პედაგოგები და ანასეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ახალგაზრდებმა გამოთქვა სურვილი, გაავრცელონ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია საკუთარ თემში. შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.“ – აღნიშნა შეხვედრის დასასრულს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ დამფუძნებელმა ირმა გორდელაძე. შეხვედრას ესწრებოდა სახალხო დამცველის წარმომადგენელი გურიაში, თამუნა ოგანოვა. მან ისაუბრა თუ რა ცვლილებები იგეგმება კანონმდებლობაში ქარსაფარ ზოლებთან მიმართებაში. პროექტს “აქტიური ქალები უკეთესი გარემოსთვის” ახორციელებს გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია “ეკო”, ” ქალთა ფონდი საქართველოში” მხარდაჭერით. |
Developed By Web Features 2024 © All rights reserved