ნიუ-იორკში, წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დატბორილია ქუჩები. შეფერხებით სრულდება ავიარეისები, დახურულია საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
დატბორილი სარდაფებიდან ექვსი ადამიანი ამოიყვანეს. ნიუ-იორკის მერმა, მოქალაქეებს მაქსიმალური სიფრთხილისკენ მოუწოდა.
მსხვერპლის ან დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.