ოზურგეთში ძლიერი წვიმისგან შექმნილი პრობლემების გამო მერიაში ცხელი ხაზი ამოქმედდა. ამის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.
“ძლიერი წვიმის გამო ოზურგეთის მერია საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. მობილიზებულია ყველა სამსახური.
ვთხოვთ თანამოქალაქეებს, შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს, ან გვაცნობეთ ცხელი ხაზის მეშვეობით: 511 240 040″,_ ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.