გუშინ ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი დააზარალა.
“გურია ნიუსმა” გარემოს ეროვნულ სააგენტოში სცადა იმის გარკვევა, თუ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ძლიერი წვიმა დასავლეთ საქართველოში დღეს, დღის საათებშიც მოსალოდნელია.
“როგორც გავრცელებული იყო ინფორმაცია, ღამით უნდა ყოფილიყო ძლიერი წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, თუმცა ასეთი სიტუაცია შენარჩუნდება დღესაც, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში“,_ განაცხადა გვაზავამ.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ვკითხულობთ:
3 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში შენარჩუნდება წვიმა,ზოგან ძლიერი, ხოლო შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე შესაძლებელია ძალიან ძლიერი. ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.
ავტორი