“ვერც ბავშვები და ვერც დიდები გზაზე ვერ გადავდივართ. აქ ყოველი წვიმის დროს ასეთი ამბავია. არც სანიაღვრე სისტემებია”,_ აღნიშნული ტექსტი და ფოტო “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენიდან მოაწოდეს.
ცნობისთვის, გუშინ მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. განსაკუთრებით ბაზრის ტერიტორია და იქ მდებარე მარკეტები დაზარალდა.
“გურია ნიუსი” არკვევს, რა მდგომარეობაა ჩოხატაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, რის შესახებაც ინფორმაციას მალე შემოგთავაზებთ.
ავტორი