სეიშელში, ოპოზიცინერ ლიდერს პატრიკ ჰერმინს ჯადოქრობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პოლიცია აცხადებს, რომ საქმე უკავშირდება კუნძულ მაჰეს სასაფლაოდან ამოღებული ორი ცხედრის აღმოჩენას.
ჰერმინმა უარყო ბრალდებები და განუცხადა ადგილობრივ მედიას, რომ მისი დევნა არის “პოლიტიკური შოუ” მისი იმიჯის შელახვის მიზნით.
როგორც ცნობილია, ჰერმინი გეგმავს მონაწილეობა მიიღოს 2025 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანებული სეიშელის პარტიის (USP) დროშით.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ჰერმინს და მის თანაბრალდებულს რამდენიმე ბრალდება ემუქრება, მათ შორის ჯადოქრობაში გამოსაყენებლად განკუთვნილი ნივთების ფლობა, ჯადოქრობის შესასრულებლად შეთქმულება და ჯადოქრობასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვა.
პროკურორები ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის ლიდერის სახელი გამოჩნდა WhatsApp შეტყობინებაში სეიშელის მოქალაქესა და ტანზანიელ ეჭვმიტანილს შორის, რომელიც 21 სექტემბერს მთავარ საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.
ტანზანიელს აღმოუჩინეს ჯადოქრობასთან დაკავშირებული ნივთები, მათ შორის ქვები, შავი ხის არტეფაქტები, მოყავისფრო სითხის პატარა ბოთლები, ფხვნილების კოლექცია და დოკუმენტები უცნაური ენით და „დემონური და სატანური“ სიმბოლოებით.
პროკურორების თქმით, დოკუმენტები მსგავსი იყო კათოლიკურ ეკლესიებში და სხვა ადგილებში, რომლებიც დაარბიეს სეიშელის უდიდეს კუნძულზე მაჰეში.
ჰერმინმა, რომელიც სეიშელის პარლამენტის სპიკერი იყო 2007-2016 წლებში, ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ პარასკევს 40-ზე მეტმა პოლიციელმა დაარბია მისი პარტიის ოფისები დედაქალაქ ვიქტორიაში.
მან დასძინა, რომ ოფიცრები ეძებდნენ ჯადოქრობასთან დაკავშირებულ ნივთებს, მათ შორის „ძვლებს, სხეულის ნაწილებს და ქრისტიანობასთან დაკავშირებულ საგნებს“, მაგრამ ვერ იპოვეს.
პრეზიდენტ რამკალავანს ამ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებია.
მისტერ ჰერმინიმ თქვა, რომ მას არ სჯერა ჯადოქრობის.
“სეიშელის ისტორიაში აქამდე არ ყოფილა პოლიტიკური პარტიის ლიდერი დაპატიმრებული ცრურწმენისა და ჯადოქრობისთვის. ეს რაღაც ახალია და სამარცხვინოა სეიშელის კუნძულებისთვის”, – თქვა მან.