რუსულ საზენიტო-სარაკეტო სისტემას მატარებელი დაეჯახა, რის შედეგადაც სამი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ინფორმაციას ukrayinska pravda ავრცელებს. შემთხვევა ღამით ოკუპირებულ დონეცკში, ქალაქ ჰორლივკას მახლობლად მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი სამხედრო კოლონის შემადგენლობაში მოძრაობდა, მაგრამ დაკარგა კონტროლი, გადავიდა ხიდიდან და დაეჯახა მატარებელს.
რაც შეეხება ლოკომოტივს, ის რელსებიდან გადავიდა და რკინიგზის ლიანდაგი დაზიანდა.