ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმის შემდეგ თავის პირველ საჯარო განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ ქვეყანა ომშია.
“ისრაელის მოქალაქეებო, ჩვენ ომში ვართ. და ჩვენ გავიმარჯვებთ. მტერი გადაიხდის იმ ფასს, რის შესახებაც აქამდე არც კი სმენიათ. აქამდე არასოდეს იცოდნენ. – თქვა ნეთანიაჰუმ
ვრცელდება ცნობები დაღუპულთა და დაშავებულების შესახებ, ბოლო მონაცემებით, ჰამასის თავდასხმის შედეგად, ისრაელის, სულ მცირე, 300 მოქალაქე დაშავდა. ჰამასმა ისრაელის სამხრეთის ქალაქებში შეაღწია. მათ რაკეტები ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში გაისროლეს.