თბილისში, მარიჯანის ქუაჩაზე ქარმა მშენებარე კორპუსიდან სამშენებლო ბლოკები გადმოყარა. ინფორმაციას გვერდი “ჩემი ქალაქი მკლავს” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბლოკების ჩამოცვენის შედეგად რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.