ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზამ კადიროვი მუსლიმანურ ქვეყნებს კოალიციის შექმნისა და ისარელი-პალესტინას შორის ომში ჩარევისკენ მოუწოდებს. კადიროვმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“მინდა შევეხო საკითხს, რომელიც დღეს პალესტინისა და ისრაელის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მინდა მოვუწოდო საერთაშორისო თანამეგობრობას, ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოიქცნენ სამართლიანად ამ სიტუაციაში. 50 წლის წინ იგივე ხდებოდა იქ. განსაკუთრებით მინდა მოვუწოდო მუსლიმურ ქვეყნებს, შექმნან კოალიცია და ჩაერიონ”, – აცხადებს კადიროვი.
კადიროვმა მუსლიმურ ქვეყნებს კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათ უნდა მიმართონ დასავლელ მეგობრებს, რომ “არ დაბომბონ ქალაქები, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა”.
კადიროვი დასავლეთს პალესტინის განადგურების სურვილში სდებს ბრალს. მისივე თქმით, ისლამური სახელმწიფოებს, რომლებიც ადრე ერთად იბრძოდნენ, ახლა ეშინიათ, რომ “საკუთარი სათქმელი” თქვან.
“ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს პალესტინის ქმედებებს, რადგან მათი მიწები თავის დროზე ისრაელმა წაიღო და მათ იზოლაციაში ამყოფებენ, არ აქვთ სიტყვის თავისუფლება. დღეს ომის წინააღმდეგ ვარ და ყველას მოვუწოდებ, შეაჩერონ ეს ომი, რათა მთელ მსოფლიოს არ მოედოს. ეს ომი მხოლოდ ისრაელითა და პალესტინით არ დასრულდება”. – თქვა კადიროვმა.
ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, როდესაც მისი დელეგაცია ისრაელში იმყოფებოდა, მათ პროვოკაციებს უწყობდნენ.