ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეის თქმით, თეირანი, ჰამასის თავდასხმაში ისრაელზე არ მონაწილეობდა, თუმცა მიესალმება ისრაელის სამხედრო დაზვერვის “გამოუსწორებელ მარცხს”.
“ჩვენ ხელებს ვუკოცნით, ვინც გეგმავდა თავდასხმას სიონისტურ რეჟიმზე. ამ დესტრუქციულმა მიწისძვრამ (ჰამასის შეტევამ) გაანადგურა ზოგიერთი კრიტიკული სტრუქტურა(ისრაელში), რომლებიც ადვილად არ შეკეთდება… ამ კატასტროფაში დამნაშავე, სიონისტური რეჟიმის ქმედებებია“, – თქვა ალი ხამენეიმ თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში 7 ოქტომბრის მოვლენების შემდეგ.
ხამენეიმ თქვა, რომ ღაზაზე თავდასხმა “გააჩაღებს რისხვის ბევრად უფრო მძიმე ნიაღვარს”.
„საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს საკუთარი თავის მსხვერპლად წარმოჩენას, რათა კიდევ უფრო გაამძაფროს თავისი დანაშაულები… ეს მცდარი გათვლაა… ეს კიდევ უფრო დიდ კატასტროფას გამოიწვევს“, – თქვა ხამენეიმ.
შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს განაცხადა, რომ ირანი იყო თანამონაწილე ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმაში, მაგრამ დასძინა, რომ მას არ აქვს სადაზვერვო ინფორმაცია ან დამადასტურებელი მტკიცებულება. ორშაბათს ამერიკელმა გენერალმა გააფრთხილა ირანი, რომ არ ჩაერთოს კრიზისში და თქვა, რომ მას არ სურს კონფლიქტის გაფართოება.
ცნობისთვის, ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასს, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს ირანი უჭერს მხარს და იარაღით ამარაგებს.
7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.
სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.
ისრაელმა განაცხადა, რომ აღადგინა კონტროლი ღაზას საზღვარზე და ნაღმებს აყენებს, სადაც ბოევიკებმა ჩამოანგრიეს ბარიერი სისხლიანი შაბათ-კვირის თავდასხმის დროს, ანკლავზე ისრაელის დაუნდობელი საჰაერო თავდასხმის შემდეგ.
ისრაელის ტელეარხების ცნობით, ჰამასის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 900-მდე გაიზარდა, სულ მცირე 2600 დაშავდა. ღაზას ჯანდაცვის კი სამინისტრომ განაცხადა, რომ შაბათიდან ბლოკირებული ანკლავზე ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად დაიღუპა მინიმუმ 687 პალესტინელი და დაიჭრა 3726.
ისრაელი დიდი ხანია ადანაშაულებს ირანის სასულიერო მმართველებს ჰამასისთვის იარაღის მიწოდებით ძალადობის აღძვრაში. თეირანი, რომელიც არ ცნობს ისრაელს, ამბობს, რომ მორალურ და ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ჯგუფს, რომელიც აკონტროლებს ღაზას სექტორს.
პალესტინის მხარდაჭერა ისლამური რესპუბლიკის საყრდენი იყო 1979 წლის რევოლუციის შემდეგ და გზა, რომლითაც შიიტები დომინირებს ქვეყანა მუსლიმური სამყაროს ლიდერად ჩამოყალიბდა.
ავტორი