ისრაელის მოწოდების პარალელურად, პარასკევს “ჰამასმა” ღაზის სექტორში მცხოვრებ პალესტინელებს მოუწოდა არ დატოვონ თავიანთი სახლები. CNN ინფორმაციას მედია ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“ჰამასმა” ისრაელი დაადანაშაულა “ფსიქოლოგიურ ომში” იმ განცხდების გამო, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობას მოუწოდებს დატოვონ სახლები და გადაადგილდნენ სამხრეთით. განცხადებაში წერია, რომ ევაკუაციისკენ მოწოდება მიზნად ისახავს მოქალაქეებს შორის დაბნეულობის შექმნას და “შიდა ფრონტის სტაბილურობის შელახვას”.
“საერთაშორისო ინსტიტუტების” თანამშრომლები თავიანთ პოზიციებზე რჩებოდნენ და ევაკუაციას არ ახორციელებდნენ, ნათქვამია განცხადებაში.