Developed By Web Features 2024 © All rights reserved
16 ოქტომბერს, ოზურგეთის #4 საჯარო სკოლის სამერვეო საბჭოს წინაშე დირექტორობის კანდიდატი ხათუნა ლომთაძე წარდგება.
როგორც „გურია ნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ხათუნა ლომთაძე ჯერ თავისი პროგრამის პრეზენტაციას გამართავს და შემდეგ იქნება კენჭისყრა.
სამერვეო საბჭო 14 ადამიანით არის დაკომპლექტებული, აქედან 13 მათგანს აქვს ხმის მიცემის უფლება.
საბჭოში არიან სკოლის მასწავლებლები, მშობლები და ერთი მოსწავლე თვითმმართველობიდან.
ინფორმაციისთვის, გურიის მასშტაბით, ბოლოს წინა ეტაპზე მხოლოდ ქალაქ ოზურგეთის #4 საჯარო სკოლას ჰყავდა ორი კანდიდატი. განათლების სამინისტრომ მეორე კანდიდატს ტარიელ კალანდაძეს არ დაუჭირა მხარი და აქედან გამომდინარე, საბჭოს წინაშე მხოლოდ ერთი კანდიდატი წარდგება.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება გააპროტესტეს სკოლის პედაგოგეგებმა, მოსწავლეებმა და მინისტრისგან გადაწყვეტილების შეცვლას მოითხოვდნენ.
სამინისტროს ასევე გაუგზავნეს წერილი. სამინისტროს ამ დრომდე გადაწყვეტილება არ შეუცვლიან და სამეურვეო საბჭოს სხდომა ორშაბათს არის ჩანიშნული.
ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved