„იმპიჩმენტის პროცედურას არ აქვს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ყურადღების სხვა თემებზე გადატანის,“ – განაცხადა„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა.
„უახლოეს პერიოდში ცნობილი უნდა გახდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით. ჩვენი პოზიცია- “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, იმთავითვე ცხადი იყო. ამ პროცედურას არ აქვს სამართლებრივ-კონსტიტუციური შინაარსი, არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მანიპულაცია “ქართული ოცნების” და პრეზიდენტის მხრიდან საზოგადოების მხრიდან ყურადღების სხვა თემებზე გადატანის. ამიტომ ამ პროცესში ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ და მოვუწოდებთ ყველა საპარლამენტო ჯგუფს, რომ თუ დადგება საკითხი იმპიჩმენტის განხილვის, გამოვიდეთ დარბაზიდან და ამ პოლიტიკურ თამაშში “ქართული ოცნება” დავტოვოთ მარტო,“ – ასე გამოეხმაურა ლევან ბეჟაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას.