ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი, დავით შარაშიძე უამინდობასთან დაკავშირებით, საზოგადოებას აფრთხილებს.
“ძლიერი წვიმის გამო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია საგანგებო რეჟიმში მუშაობს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
თანამოქალაქეებს ვთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში, დაუკავშირდნენ სოფლებში მერის წარმომადგენლებს ან დარეკონ ცხელ ხაზზე: 555 20 44 22″,_ ნათქვამა მერის მიერ ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც, შარაშიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, მოსულ ნალექს ჩოხატაურში ამ დროისთვის პრობლემები არ შეუქმნია და ინფორმაცია მოქალაქეების ინფორმირებისთვის გაავრცელა.