თურქეთში, ტრაპზონის ორთაჰისარის რაიონში საქართველოს მოქალაქე ქალი მოკლეს. თურქული მედიის ინფორმაციით, ქალის ცხედარი მიტოვებულ შენობაში იპოვეს.
მედია წერს, რომ შემთხვევა დაახლოებით 10 დღის წინ მოხდა. ამ დროისთვის კი მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
როგორც თურქული მედია წერს, დაკავებულმა განაცხადა, რომ უთანხმოება თანხაზე მოუვიდათ.
“ფულზე ვერ შევთანხმდით”, _ ამბობს ქართველი ქალის მკვლელობაში ბრალდებული.
ეჭვმიტანილმა ჩვენებაში თქვა, რომ მოკლული მისგან მეტი თანხას ითხოვდა და საშინელი მკვლელობა სწორედ ამ მიზეზით ჩაიდინა.