გასროლა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან – არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს უცხოელი სტუდენტები და ერთ-ერთი ადგილობრივი დაუპირისპირდნენ, რასაც გასროლა მოჰყვა.
კონფლიქტის მიზეზი არასწორად გაჩერებული ავტომობილი გახდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.
როგორც “რუსთავი 2”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
წყარო: რუსთავი2