იტალიურ მაფიის წევრისთვის, კულინარიისადმი სიყვარული დამღუპველი აღმოჩნდა. ნარკოტრაფიკში ბრალდებული, 53 წლის მარკ ფერენ კლოდ ბიარტი რომელიც 2014 წლიდან საერთაშორისო ძებნაში იყო, დომინიკის რესპუბლიკაში ქალაქ ბოკა-ჩიკაში სანტო-დომინგოსთან ახლოს დააკავეს.
დაჯგუფება „ნდრანგეტას“ წევრი დომინიკის რესპუბლიკაში წლების განმავლობაში იმალებოდა, როგორც გაირკვა აქტიურად ეკონტაქტებოდა იტალიურ დიასპორას. მისი გაშიფვრა კი იუთუბის საშუალებით გახდა შესაძლებელი.
ძებნილმა იტალიური სამზარეულოს ხელოვნებაზე ვიდეო რგოლი გადაიღო და პორტალზე განათავსა. მართალია ის სახეს მალავდა, თუმცა კადრში მისი ტატუ მოხვდა, რითაც სამართალდამცველებმა გაშიფრეს და დააკავეს კიდეც.
ავტორი