ამერიკის შეერთებული შტატებმა აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ორ ობიექტს დაარტყა. ქვეყნის მტკიცებით, აღნიშნულ ობიექტებს ირანული ძალები და მასთან დაკავშირებული ჯგუფები იყენებდნენ.
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადებით, “ზუსტი თავდაცვითი დარტყმები” განხორციელდა ერაყსა და სირიაში აშშ-ის პერსონალის დასაცავად და იყო პასუხი ირანის მიერ მხარდაჭერილი მილიციის ჯგუფების ბოლო თავდასხმებზე.
“ირანის მიერ მხარდაჭერილი ეს თავდასხმები აშშ-ს ძალებზე მიუღებელია და უნდა შეწყდეს. ირანს სურს დაიმალოს ხელი და უარყოს თავისი როლი ამ თავდასხმებში ჩვენს ძალებზე. ჩვენ მათ არ დავუშვებთ.
აშშ-ს თავდასხმები იყო “განცალკევებული და განსხვავებული ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტისგან და არ წარმოადგენს ჩვენს მიდგომაში ცვლილებას”,_ განაცხადა ოსტინმა.