უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით,_ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მთავრობის მეთაური თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულების ოჯახებსა და ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს.
“უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ყაზახეთის რესპუბლიკის ქალაქ კოსტენკოში მაღაროელების დაღუპვასთან დაკავშირებით და მათ ოჯახებს თანავუგრძნობ.
ამ რთულ დროს ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ყაზახი ხალხისადმი.
თანავუგრძნობ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალიხან სმაილოვს”,-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.