გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ტელეკომპანია ZDF -სთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიმდინარე გლობალურ ვითარებაში გერმანიას ომისთვის მზადყოფნა და ქვეყნის დაცვა უნდა შეეძლოს.
”უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ ევროპაში შეიძლება ომის საშიშროება იყოს”,_ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში “Berlin direkt”.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზად უნდა იყოს ომისთვის და ეს ნიშნავს, როგორც შეიარაღებული ძალების, ასევე საზოგადოების მზაობას.
თუმცა, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ გერმანიის თავდაცვის ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყო უყურადღებოდ დატოვებული.
“ბუნდესვერი დიდი ხნის განმავლობაში იყო უყურადღებოდ მიტოვებული. ყველაფერი, რაც 30 წლის განმავლობაში არეული იყო, 19 თვეში ვერ ანაზღაურდება. მაგრამ გერმანია ამ ათწლეულის ბოლოს სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში იქნება”,_ განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
გარდა ამისა, პისტორიუსმა აღნიშნა, რომ ამავე დროს, გერმანია ყველაფერს გააკეთებს, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია არ მოხდეს.