ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-თბილისის ავტობანზე.
სააგენტო “ინფო რუსთავის” ცნობით, გვიან ღამით, ტრაილერი ორ ქვეითს დაეჯახა.
შეჯახების შემდეგ ერთი ქვეითი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა “ჯეო ჰოსპიტალსში” გადაიყვანა.
ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე ერთი საათის განმავლობაში საავტომობილო საცობი იყო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.