თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეული სამი პატიმრიდან ერთ-ერთი დაკავებულია. თუმცა ოფიციალური ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ჯერ შსს-ს არ გაუვრცელებია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ “ავერსის” კლინიკიდან სამი პატიმარი გაიქცა. არსებული ცნობით, სამივე პატიმარი არასრულწლოვანია. “მთავარი არხის” ინფორმაციით, პატიმრების გაქცევის საქმეზე პოლიციამ ერთი ბადრაგი დააკავა.
პატიმრების გაქცევასთან დაკავშირებით გამოძიება იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.