2024 წლიდან უსახლკარო მრავალშვილიან ოჯახებს სახელმწიფო ბინას შეუძენს, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მთავრობამ შეისწავლა რეგიონებში არსებული სიტუაცია და გამოვლენილია 1000-მდე მრავალშვილიანი ოჯახი, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ, ან გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2-წლიანი პროგრამის ფარგლებში, მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან ბინას მიიღებენ.