“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, იგოეთთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას სენაკელი ახალგაზრდა ემსხვერპლა.
როგორც წყარო გვიყვება, მამაკაცს ავტობანზე ავტომობილი დაეჯახა და იგი ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი 31 წლის მამაკაცი სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში, მის საცხოვრებელ სახლში უკვე ჩამოასვენეს.
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ჩვენი ინფორმაციით, საქმეზე შსს-მ გამოძიება უკვე დაიწყო.
ავტორი