Developed By Web Features 2024 © All rights reserved
წელს, გურიაში, ციტრუსოვანთა ბაღები საკმაოდ კარგად მსხმოიარეა. თუმცა, მანდარინი მწიფობას აგვიანებს და ზედმეტად თბილი და მზიანი ამინდის პირობებშიც კი, ნელა ყვითლდება. _სამესამედოდაც არ არის ნაყოფი გაყვითლებული. ლამის ცხელა, თუმცა, ღამით საჭირო სიცივე სჭირდება, რომ დროულად დამწიფდეს. ამის მანიშნებელი კი სრული სიყვითლეა. შეიცვალა კლიმატი, ეს არ ის კარგი მდგომარეობა. ასეთ ამინდში, ამ დროს, არავის ახსოვს, მანდარინი სრულად არ დმწიფებულიყოს. ბაღებში სანახევროდ ისევ მწვანე ნაყოფია ხეებზე, _ საუბრობს ჩვენთან სოფელ ქაქუთის მკვიდრი, მაგული ღლონტი.
_ზოგადად, გაზაფხული თუ დაგვიანებულია, გვიანდება შემოდგომაც. მცენარეს სჭირდება სავეგეტაციო პერიოდი. წელს ასე იყო. თუ მესამედი მაინც დამწიფებულია, ნუ დაელოდებიან სრულ დაყვითლებას. უნდა მოკრიფონ. ნოემბრის ბოლოს, არავინ იცის, რა მოხდება. დაზღვევის ამოქმედების დროც 31 ნოემბრამდეა. ვთქვათ და სეტყვა ან თოვლი მოვიდა, რა ეშველებათ? არ გაფუჭდება. სამესამედოდ გაყვთლებული ნაყოფი, ყუთში აგრძელბს დამწიფებას, – გვითხრა ცნობილმა ფერმერმა, აგრონომმა აკაკი ღლონტმა. კლიმატური ცვლილების თუ დაგვინებული შემოდგომის შედეგი? _ მალე ვრცლად გიამბობთ „გურია ნიუსში“.
ავტორი
Developed By Web Features 2024 © All rights reserved