ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი მეთიუ მილერი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას. მილერის პოსტს საქართველოში აშშ-ის საელჩო ფეისბუქზე ავრცელებს.
“ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს.
ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით”,_ წერს მილერი.