რამდენიმეთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, ჟურნალისტ ქეთი ბერძენიშვილი გარდაიცვალა, _ ინფორმაციას ინფოიმერეთი ავრცელებს..
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე დღის წინ თბილისიდან სტამბოლში გადააფრინეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ქეთი ბერძენიშვილი რამდენიმე თვე, თბილისში საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა ბოლო პერიოდში გართულდა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს ქეთის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს და ახლობლებს.