კომპანია „Miramax Television“ უახლოეს მომავალში, მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს.
საინტერესოა, რომ პირველი ორი ეპიზოდის პროდიუსერი თავად მარტინ სკორსეზე იქნება.
სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში.
სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი