ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ღაზაში ჩვილებისა და ქალების მკვლელობა. ამის შესახებ განუცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა BBC-ს.
ელისეს სასახლეში მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მან თქვა, რომ დაბომბვას „არავითარი გამართლება“ არ აქვს და თქვა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სარგებელს მოუტანს ისრაელს.
_ მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, ჩვენ მოვუწოდებთ, შეწყვიტონ დაბომბვა ღაზაში,_ თქვა მან.
მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთი “მკაფიოდ გმობს” ჰამასის “ტერორისტულ” ქმედებებს.
“ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ტკივილს. ჩვენ ვიზიარებთ მათ სურვილს, თავი დააღწიონ ტერორიზმს. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ტერორიზმი საფრანგეთში, მაგრამ ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას არ აქვს გამართლება”,_ განაცხადა მაკრონმა.