ფაქტობრივად, მათი ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც გახარიამ ფულადი ვალი არ დატოვა. ყველგან აქვს ვალები. გადამგდებია ჩვეულებრივი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
“გახარიამ გაამწარა და გადაიმტერა უამრავი ადამიანი თავისივე პარტიაში. ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც არ გაუხმაურებია პარტიიდან წამოსვლა, მაგრამ წამოვიდა, შეგვხვდა და ასეთი რაღაც მოგვიყვა, რომ, ფაქტობრივად, მათი ოფისი არ არსებობს ქვეყნის მასშტაბით, სადაც გახარიამ ფულადი ვალი არ დატოვა. ყველგან აქვს ვალები. გადამგდებია ჩვეულებრივი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გასაკვირი არ არის, რომ ერთიმეორის მიყოლებით ტოვებენ გახარიას პარტიას ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრები. საბოლოო ჯამში ეს მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რესურსი ამ სუბიექტს არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში. როდესაც ხარ გადამგდები, როდესაც შეგიძლია, რომ საკუთარი პარტიის წევრიც კი ვალებში გადააგდო, პოლიტიკურ წარმატებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. ამ კაცმა ავტომობილები და ბინები გააყიდვინა საკუთარი პარტიის წევრებს არჩევნების წინ და მერე გადააგდო. ჰპირდებოდა არჩევნების შემდეგ ფულის სამმაგად დაბრუნებას, გადააგდო ეს ადამიანები და როგორ გააჩერებს პარტიაში?!“ – თქვა კობახიძემ.