სამტრედიაში მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით და მხარდაჭერით პირველად ჩატარდა ღია ტურნირი მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის ,,სამტრედია 2023″ ჩატარდა.
მოყვარულთა შორის ღია ტურნირს დასავლეთ საქართველოს მოყვარულ ჩოგბურთელთა შორის დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
ქალაქში, ლაშა თევზაძის ქუჩაზე არსებულ ახლადრეაბილიტირებულ ,,ჩოგბურთის კორტებზე’’ საჩოგბურთო ტურნირი რამდენიმე დღე მიმდინარეობდა, რომელშიც 32 მოყვარული ჩოგბურთელი ჩაერთო დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
ტურნირის პირველი, მე-2 და მე-3 ადგილის მფლობელები გახდნენ: პირველი ადგილი – გოგა ღლონტი ოზურგეთიდან, მეორე ადგილი – გუგა მარგველაშვილი ქუთაისიდან და მესამე ადგილი -გიგა ხმელიძე, ქუთაისიდან.
გამარჯვებული მონაწილეები სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ თასებით, მედლებით, სიგელებით და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ, ასევე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები ტურნირის მხარდამჭერმა კომპანია ,,ტორტიკომ” და ქუთაისის ჩოგბურთის კლუბმა დააჯილდოვა.
ჩოგბურთის ჩემპიონატის მიმდინარეობას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე და საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვაჟა სტურუა ადგილობირივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.
ავტორი