ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, რომ ოფიციალურად აღიარებული 7000 ენიდან თითქმის ნახევარი გაქრობის საფრთხის წინაშეა, ხოლო 21-ე საუკუნის ბოლომდე 1500 ენა შეიძლება გაქრეს.
„თუ უახლოეს 40 წელიწადში ამის შესაჩერებლად კონკრეტული ზომები არ იქნება მიღებული, ენების გაქრობის პროცესი სამჯერ უფრო სწრაფად წარიმართება. შევისწავლეთ ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ენის გაქრობის სიჩქარეზე. ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი ფაქტორი საგზაო ინფრასტრუქტურა აღმოჩნდა. როგორც აღმოჩნდა, რაც უფრო მეტი გზა აკავშირებთ სოფლებს ქალაქებთან, მით უფრო მაღალია ენების გაქრობის რისკი“, – წერია დასკვნაში.
ავტორი