პოეტი ტარიელ ხარხელაური გუშინ სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!
ამ სასწაულის შესახებ სოციალური ქსელში იზა ვეფხვაძემ დაწერა.
„საოცარი, დაუჯერებელი ამბის მომსწრე გავხდით რამდენიმე წუთის წინ: ბაგრატის ტაძარში მოსალოცად ავედით ბატონ ტარიელ ხარხელაურთან და მის მეუღლესთან, ქალბატონ მარინასთან ერთად. ბატონი ტარიელი ჯვარცმასთან იდგა და უფალს შენდობას სთხოვდა. უცებ, მის ხელში, რომელშიც სანთლები ეჭირა და ახლოსაც კი არ იყო სასანთლესთან, ერთბაშად ოთხი სანთელი თავისით აინთო… დიდება უფალს… არ ვიცი, რა ვთქვა… ბატონი ტარიელი, ქალბატონი მარინა და ყველანი გაოგნებულნი ვართ… შეუცნობელნი არიან გზანი უფლისანი…
ამ ამბავს მრავალსიტყვაობა არ უხდება… უფალი ხილულ სასწაულებს მოუვლენს რჩეულთ…“, – წერს იზა ვეფხვაძე.