ციმბირში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რომელიც ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Tass ავრცელებს.
როგორც tass იუწყება, რამდენიმე დაშავებული საავადმყოფოშია მოთავსებული.
ნოვოკუზნეცკის მერმა სერგეი კუზნეცოვმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც ძლიერმა ქარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და შენობები. კუზეცოვის განცხადებით, ადგილობრივი სკოლები და საბავშვო ბაღები ორშაბათს არ იმუშავებს.