ბოლო შეფასებების მიხედვით; დღეიდან (საღამოდან) საქართველოში, განსაკუთრებით დასავლეთში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა (51-100 კგ/მ2/12 სთ). მოსალოდნელია, რომ ნალექი(20 სმ-ზე მეტი) ამაღამ 1500 მ სიმაღლეზე , ხოლო ხვალ დღისით (ორშაბათი) ამინდის გაცივების გამო, მაღალ სიმაღლეებზე 900-1000 მ-ზე იქნება თოვლისა და ქარბუქის სახით, მთელს ქვეყანაში ხვალ იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
ზღვაზე იქნება ძლიერი შტორმი!
საჭიროა სიფრთხილე გამოიჩინოთ ისეთი ნეგატიურ მოვლენებთან, როგორიცაა წყალდიდობა, მეწყერი, ტრანსპორტის შეფერხება, ქარბუქი მთიან ზონაში.
მშვიდობას გისურვებთ. _ წერს სოციალურ ქსელში მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე.
შეგახსენებთ, რომ ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმცია გაავრცელა 112-მაც. უწყება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.