ირმა ხეცურიანი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის ახალი ელჩია.
პარა მოფარიკავე, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატის ორგზის ოქროს მედალოსანი, მსოფლიო თასის 22 ოქროს მედლის მფლობელი ირმა ხეცურიანი გაეროს ბავშვთა ფონდმა ელჩებს შორის წარადგინა.
იუნისეფის ელჩებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ბავშვთა უფლებების ადვოკატირების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
“ჩემთვის დიდი პატივი და ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა ამ სტატუსის ტარება. როგორც გაეროს ბავშვთა ფონდის ელჩისთვის, ასევე პარასპორტსმენისთვის მნიშვნელოვანია ყველა აქტივობა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვას ეხება.
ყველას მინდა დიდი მადლობა გადავუხადო. მე მზად ვარ, თქვენთან ერთად ვიზრუნო ჩვენი ბავშვების მომავალზე,”-განაცხადა ირმა ხეცურიანმა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი ულოცავს ირმას და წარმატებებს უსურვებს ახალ ასპარეზზე!