რამდენიმე დღის წინ, პარიზში, „Osenat“-ის აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილი ქუდი.
აუქციონის მიმდინარეობისას ქუდი 1,9 მილიონ ევროდ გაიყიდა.
ექსპერტები მის სავარაუდო ფასად 600-800 ათას ევროს ასახელებდნენ.
ქუდის ახალი მფლობელის ვინაობა უცნობია.
საინტერესოა, რომ აუქციონზე ასევე გაიყიდა ნაპოლეონის ვერცხლის თეფში, კბილის ჯაგრისი და მაკრატელი.
ავტორი