პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ტვიტერში ეხმაურება ევროპარლამენტის რეზოლუციას.
„ეროპარლამენტის რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის ნამდვილ ღირებულებებს, ვინ არის საქართველოს მეგობარი, ჩვენი სახელმწიფოებრიობის და სუვერენიტეტის დამცველი, გრძელვადიანი მშვიდობის გარანტი და ვინ არის მტერი. 8 ნოემბერს, როცა ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით კანდიდატის სტატუსზე ისტორიულ გადაწყვეტილებას იღებდა ოკუპანტებმა სასტიკად მოკლეს თამაზ გინტური ჩვენი თავისუფლების, ღირსების და ეკლესიის დაცვისთვის. ბოლოდროინდელი მოვლენები ნათლად ადასტურებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ისტორიის სწორ მხარეს დგანან. ასევე, სწორ მხარეს დგას ევროკავშირი. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება”,_ წერს გახარია.