საფრანგეთის ქალაქ ლილის მერია იმ მოქალაქეებს, რომლებიც პიკის საათში ავტომობილით მგზავრობაზე უარს იტყვიან, ფულს გადაუხდის.
პირადი სარგებლობის ტრანსპორტზე უარის თქმის შედეგად თვეში 80 ევროს გამომუშავება იქნება შესაძლებელი.
ამ გზით ლილის მერია საცობების პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
ლილის მერიაში აცხადებენ, რომ საცობების რაოდენობა და მასშტაბი საგრძნობლად შემცირდება, თუ ავტომობილების მძღოლთა 6% მაინც პიკის საათში მგზავრობაზე უარს იტყვის.
ავტორი