ჩვენო მარად გულისტკივილით, თუმცა სიამაყით მოსაგონარო ქალბატონო სვეტლანა!
ეს 40 დღეც მიილია და სამარადისო ნათელით გაბრწყინდა შენი სული!
მშობლიურ ჭანიეთში ათეულობით წლების მანძილზე იშრომე, იღვაწე სკოლაში, რომელიც, ლამის, საკუთარ ოჯახსაც გერჩივნა და სამაგალითო შვილებთან და ნამრავლთან ერთად, ქვეყანას ღირსეული თაობები აღუზარდე.
იყავი თავგანწირული დედა და ბებია, თავდადებული მასწავლებელი, მგრძნობიარე და სიყვარულით აღსავსე ადამიანი…
ძნელია, სიტყვებში ჩატიო ამბავი, შენი დამსახურების შესახებ! სამაგიეროდ, მშობლიური სოფელი იტევს და შენი სწავლებით დაფრთიანებულ თაობებთან ერთად, საუკუნოდ შეინახავს შენს ხსოვნას!
ნათელში ბრწყინავდეს შენი ლამაზი სული…
უახლოესი ჭანიეთელი მეგობრები