საქართველოს კინოაკადემიის ცნობით, ცნობილი მწერალი და სცენარისტი კონსტანტინე ნაკაშიძე გარდაიცვალა.
“საქართველოს კინოაკადემია მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა კინოაკადემიის წევრი, დრამატურგი კონსტანტინე ნაკაშიძე და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, _ წერია კინოაკადემიის ფეისბუქგვერდზე..
კონსტანტინე ნაკაშიძემ დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით, რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა 1970 წელს.
1971-1983წწ. კარლ მარქსის სახელობის რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, ბიბლიოთეკარი, უფროსი ბიბლიოთეკარი, მთავარი ბიბლიოთეკარი; 1983 წლიდან საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია “მემატიენე”, უფროსი რედაქტორი; შემოქმედებითი გაერთიანება “საუნჯე”, ხელმძღვანელი; კინოგაერთიანება “რაკურსი”, მთვარი რედაქტორი; 2007 წლიდან საქართველოს ეროვნული არქივი, კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მრჩეველი, დირექტორი. სცენარის ავტორია ფილმების: “ქართული წიგნი” (დოკუმენტური, 1976), “უფლის ციხე” (დოკუმენტური, 1981), “დავით სარაჯიშვილი” (დოკუმენტური, 1984), “მცხეთა” (დოკუმენტური, 1993) და სხვ.; 1975 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები ჟურნალებში “ცისკარი” და “ნობათი”.