ზვავის ჩამოწოლის შედეგად 5 მთამსვლელი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას mehr ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ირანის პროვინცია ლორესტანში, ზაგროსის მთებში მოხდა.
ლორესტანის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ზვავში მოხვედრის შედეგად 9 მთამსვლელი დაკარგული იყო. მათგან ხუთის ცხედარი მოგვიანებით აღმოაჩინეს, სამის გადარჩენა მოხერხდა. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც ცნობილია, შემთხვევა ხუთშაბათს მოხდა.