ძლიერი შტორმის შედეგად ქობულეთში ზღვა სანაპიროზე გადმოვიდა, ზიანდება სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა, დაიტბორა სახლები. ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.
„წყლით სავსეა ყველაფერი, ახლაც მოდის და მოდის წყალი, არავინ მოდის საშველად… დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო სახლების დატბორვა, დაამტვრია კარ-ფანჯრები, მოაჯირიც მოანგრია.
რაც ახალი ჯებირი მოეწყო სანაპიროზე, აღარ დავტბორილვართ, მერე ახალი სისტემა გააკეთეს, მაგრამ რა გაკეთდა, არ ვიცი,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ დარეჯან ტაკიძე. ის ქობულეთში, თამარ მეფის სანაპიროზე ცხოვრობს.
ქობულეთის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზღვაზე ისევ შტორმია და მერია სიტუაციის შესწავლას იწყებს.
ქობულეთში ახალი ბულვარი 2022 წლის ზაფხულში გაიხსნა.
წყარო: ბათუმელები